შ.პ.ს ქართული ფუტკარი დაარსდა 2016 წლის აგვისტოში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროებია მეფუტკრეობა და ვეტერინარია.  კომპანია აგრეთვე ახორციელებს: მეფუტკრეობის პრეპარატებისა და ინვენტარის შემოტანა-რეალიზაციას. მომსახურების სფეროებში შედის კონსულტაციები წამლებისა და ფუტკრის მოვლა-პატრონობის, აგრეთვე  ვეტერინარიის დარგში. შემდგომი რეალიზაციის მიზნით კომპანია  აწარმოებს  ფუტკრის პროდუქტებს (თაფლი, ჭეო, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ფუტკრის დედის რძე).