• ხისგან დამზადებული სკები

ჩვენთან მეფუტკრეობის ინვენტართან და პრეპარატებთან ერთად იყიდება ხისგან წარმოებიული  სკები( დადანი,რუტი,ორკორპუსიანი) და პოლისტიროლის მსუბუქი სკები.

სკა – ფუტკრების საცხოვრებელი სახლია, აქ ისინი აშენებენ ბუდეს, რომელსაც ადგენენ ცვილის ფიჭისგან. ფიჭის უჯრედებში ზრდიან ბარტყებს, იმარაგებენ საკვებს, ხოლო ფიჭებს შორის თავსდებიან ფუტკრები.

 

 

  • ზომები

კომპანია ქართული ფუტკარი გთავაზობთ ფუტკრის მოშენებისა და გამრავლებისთვის ყველა საჭირო ინვენტარს როგოც დამწყებთათის ასევე გამოცდილი მეფუტკრეებისთვის. ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ ასევე კონსულტაციაში დამწყებ მეფუტკრეებს.

  • ხელოვნური ფიჭის საჭიროება..

ქარტული ფუტკარი

  • ქართული ფუტკარის უნიკალუურობა

 კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) გამოკვეთილი თვისებებით ხასიათდება – გრძელი ხორთუმი, ზომიერი ნაყრიანობა, დაბალი ტემპერატურის გამძლეობა, თვინიერება. მისი უნიკალურობის შესახებ მსოფლიომ 1961 წელს გერმანიაში, ქალაქ ერფურტში, მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე შეიტყო. ჩხოროწყუს საჯიშე მეურნეობიდან წაყვანილმა ფუტკრების ორმა ოჯახმა 97,3 კგ თაფლი შეაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ქართულმა ფუტკარმა კიდევ ორჯერ, 1965-სა და 1971 წლის აგვისტოში მოიპოვა ოქროს მედალი და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

 ფუტკარი იძლევა შვიდი სახის ბიოლოგიურად სუფთა ნატურალურ პროდუქტს: თაფლი,

დინდგელი,ცვილი, ყვავილის მტვერი, ჭეო, ფუტკრის სადედე რძე, შხამი.ფუტკრის თაფლი

შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.[2] მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

  • თაფლის სახეობები
  • მაისის თაფლი
  • ცაცხვის თაფლი
  • აკაციის თაფლი
  • წაბლის თაფლი
  • ფათალოს თაფლი
  • ალპური თაფლი
  • დინდგელი

 დინდგელის (იმავე პროპოლისის) ანტიმიკრობული თვისებები ფართოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის იმუნიტეტის შემადგენელი ცალკეული რგოლების ფუნქციაზეც ახდენს გავლენას, ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს და, აქედან გამომდინარე, უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს.

  • ცვილი

 ფუტკრის ცვილი — ცხიმისმაგვარი მარცვლოვანი ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს ფუტკრის სპეციალური ჯირკვლები. ცვილს გამოყოფს ახალგაზრდა მუშა ფუტკარი მუცლის სეგმენტებზე არსებული ცვილის ჯირკვლებიდან. გამოყოფილ ცვილის ნაწილაკებს ფუტკრები იშორებენ და მისგან აგებენ ფიჭებს, ბეჭდავენ თაფლიან ფიჭის უჯრედებს და სხვა.

  • ყვავილის მტვერი

ყვავილის მტვერი – შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ფუტკრისათვის და ადამიანისათვის აუცილებელ ნივთიერებებს.

ყვავილის მტვერის შემადგენლობაშია ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი დაახლოვებით 200 ნივთიერება. 50-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება მონაწილეობს ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების აღდგენაში.

  • ჭეო

ჭეო – ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილი და ფიჭის უჯრებში ჩატკეპნილი ყვავილის მტვერია, რომელსაც ფუტკარი ამდიდრებს მის მიერ გამომუშავებული ფერმენტებით.

ყვავილის მტვერის და ჭეოს ქიმიური შემადგენლობა თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ ჭეო იმით განსხვავდება ყვავილის მტვერისაგან, რომ ორგანიზმის მიერ ადვილად ათვისებადია, რადგან ძნელად გადასამუშავებელი ყვავილის მტვრის მარცვლები. ჭეო განსაკუთრებულ

ყურადღებას იპყრობს იმითაც, რომ ყვავილის მტვერისაგან განსხავებით მასში დიდი რაოდენობითაა P, E და განსაკუთრებით A ვიტამინი, რომლის რაოდენობა 20-ჯერ აღემატება სტაფილოში  არსებულს. ვიტამინი A ხელს უწყობს ერითროციტების წარმოშობას. ჭეო ბუნებრივი კონცენტრატია და ადამიანის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის ყველა საჭირო ნივთიერებებს შეიცავს.

 

  • ფუტკრის სადედე რძე

რძეში, ისევე როგორც ყვავილის მტვერში, ყველა ვიტამინთან, მცენარეულ ჰორმონებთან (ეპიბრასინოლიდი, ციტოკინინი ჰიბერელინი, ჰეტეროაუქსინი), 10-ვე შეუცვლელ ამინომჟავასა და 300-მდე მიკრონაერთთან ერთად, აღმოჩენილია ზრდის, გამრავლების და იუვენალური, ანუ გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი, რომელიც არც ერთ სხვა პროდუქტში არ გვხვდება.

 

  • ფუტკრის შხამი

ფუტკრის შხამი გამჭირვალე, ოდნავ მოყვითალო, წებოვანი სითხეა, მწარე გემოთი და ძლიერი სპეციფიური, თაფლის მსგავსი სუნით. კბენისას გავრცელებული შხამის სუნი, ააქტიურებს სხვა ფუტკრებს ბუდის დასაცავად. ფუტკრის შხამი შეიცავს მინერალური ნივთიერებების, ამინომჟავებისა და ცილების კომპლექსს. ფუტკრის შხამის ძირითადი ტოქსიური ნივთიერებებია აპამინი და მელიტინი, რომლებიც შეადგენს მშრალი ნივთიერების მასის 50%-ს.

 

მელიტინი შედგება 12 ამინომჟავისაგან და მისი ტოქსიკური მოქმედება ვლინდება უჯრედების მემბრანის დაზიანებით. ადამიანზე მოქმედებისას იწვევს არტერიული წნევის დაწევას, გლუვი კუნთების შეკუმშვას; აფერხებს სისხლის შედედებას; გააჩნია ანტიბიოტიკური თვისებები.

თაფლი ად ფუტკრის

პროდუქტები

 

მეფუტკრეობის პრეპარატები

სკების წარმოება

მეფუტკრეობის ივენტარი

ფიჭის წარმოება

ზომები:

დადანი:ყველაზე პოპულარულია 12-ჩარჩოიანი საკუჭნაოიანი დადანბლატის სკაადგილმდებარეობის, ბუნებრივ-კლიმატტური პირობების, ღალიანობისა და ფუტკრის ჯიშის შესაბამისად, პრაქტიკაში იყენებენ როგორც 12-ჩარჩოიან დადანბლატის (ჩარჩოს ზომა 435×300 მმ)

10 ჩარჩოანი და 12 ჩარჩოიანი (მაღაზიით).

კორპუსისშიდაზომა: 375*450*310 მმ

ნახევარკორპუსის(საკუჭნაოს) შიდაზომა: 375*450*155 მმ

რუტი: რუტის სკა 22 მილიმეტრიანი სისქის ფიცრისგან მზადდება, აქვს ერთი ან ორი ბუდის და რამდენიმე სასაქონლო თაფლის დასაგროვებელი კორპუსი.   ორკორპუსიანი:

კორპუსის შიდა ზომა: 450x450x330

 

 

ჩარჩოს ზომები:

დადანი: დადან-ბლატის სკა

დადან-ბლატის სკა შეიძლება იყოს – ერთი ძირითადი და რამდენიმე მცირე კორპუსით, 2 ერთნაირი ძირითადი კორპუსი, ან კიდევ 2 ძირითადი და რამდენიმე მცირე კორპუსით. ძირი არ იხსნება, მიჭედებულია ყრუდ ძირა კორპუსზე, საფრენი 350/9 მმ ის, კორპუსის წინა მხარეს არის ამოჭრილი. კორპუსის სიმაღლე 315 მმ-ია, ნარიმანდის სიმაღლე 7 მმ, ჩარჩოს ზომა 300×435 მმ., ეტევა 12 ჩარჩო. დამატებით მცირე კორპუსის  სიმაღლე 155 მმ ია, საკუჭნაო ჰქვია და ძირითადად სასაქონლო თაფლის შესაგროვებლად გამოიყენება.

 

 

ჰორიზონტალური, ანუ წოლელა სკაში 20 -28 ჩარჩო ეტევა, ორი ან მეტი საფრენი აქვს, ძირი ყრუდაა მიჭედებული, მისაფრენი დაფა 20-50 მმ ია, გამოიყენება გადასაფარებელი და ბალიში, სახურავი სწორი და დახრილია, დიდი ზომის და მასის გამო ძირითადად სტაციონალურად გამოიყენება, მოსახერხებელია ასევე ფუტკრის რძის მისაღებად.

რუტი: 47*23ჩარჩო 232×441 მმ-ია, ზედა ქვედა თამასა მზადდება 12 მმ ის სისქის 25 მმ-ის სიფართის ხის თამასისგან,  გვერდითი თამასა 12 მმ ის სისქის, აქვს 34-37 მმ სიფართის გოფმანის გამყოფი.

მაღაზია (საკუჭნაო) :47*14,5

 

 

 

 

 

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

კომპანია ,, ქართულ ფუტკარს’’ აქვს საკუთარი ფიჭის საამქრო, სადაც შესაძლებელია ფიჭის ბეჭდვა თქვენს თვალწინ.

 კილოგრამი ფიჭის ბეჭდვის ღირებულებაა 3 ლარი. ასევე შესაძლებელია 20% სანთლის დატოვება თანხის ნაცვლად.

დასაბეჭდი მასა;ა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15 კგ-ს.

ფუტკრის ინვენტარი

 

კომპანია ქართული ფუტკარი გთავაზობთ ფუტკრის მოშენებისა და გამრავლებისთვის ყველა საჭირო ინვენტარს როგოც დამწყებთათის ასევე გამოცდილი მეფუტკრეებისთვის. ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ ასევე კონსულტაციაში დამწყებ მეფუტკრეებს.

მეფუტკრეობის პრეპარატები

 

კომპანია ქართული ფუტკარი გთავაზობთ ფუტკრის სამკურნალო სხვადასხვა პრეპარატებს რომელიც დაიცავს სხვადასხვა დაავადებებისგან. ადგილზე გაგიწევთ საჭირო კონსულტაციებს გამოცდილი ვეტერინარები და ფუტკრის საჭიროების მიხედვით შემოგთავაზებენ შესაბამის პრეპარატს.

 

 

 

ვრცლად

ვრცლად

ვრცლად

ვრცლად

ვრცლად

ვრცლად

ი ტ ვ ი რ თ ე ბ ა

 კომპანია ქართული ფუტკარი გთავაზობთ ფუტკრის სამკურნალო სხვადასხვა პრეპარატებს რომელიც დაიცავს სხვადასხვა დაავადებებისგან. ადგილზე გაგიწევთ საჭირო კონსულტაციებს გამოცდილი ვეტერინარები და ფუტკრის საჭიროების მიხედვით შემოგთავაზებენ შესაბამის პრეპარატს.

მისამართი

თბილისი, დიდუბე, წერეთლის გამზირი 142 / 1 სართული

მობ:(+995) 599 24 35 00

ელ-ფოსტა:georgianbee@gmail.com

სამუშაო საათები

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი (09:00-18:00)

შესვენება 13:00-14:0

ადგილზე მიტანა

 

თაფლის მიტანის საკურიერო მომსახურეობა გვაქვს უფასო ქ. თბილისის მასშტაბით. თუ თქვენ ჩვენი თაფლი გასინჯული არ გაქვთ, პირველ ჯერზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ, თუ არ მოგეწონებათ შეკვეთა გაუქმდება და საკურიერო მომსახურეობა კვლავ უფასო იქნება.

იგვზავნება...

სცადეთ თავიდან :(

გაიგზავნა :)

შეგვიკვეთეთ უფასო ზარი

სკების

წარმოება

მეფუტკრეობის

ინვენტარი

ფიჭის

წარმოება

ქართული

ფუტკარი

მეფუტკრის

პრეპარატები

თაფლის

წარმოება

გაუზიარეთ

Copyright © 2020 Georgian Bee /  All rights reserved.